დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - იენს სტოლტენბერგთან ყველა არსებული ინსტრუმენტის გაძლიერების საკითხი განვიხილეთ, რომელიც დაგვაახლოებს ნატოსთან
ავტორი:
2018/ივლისი/12 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/margvelashvilistoltenbergi_4bffb.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503049-giorgi-margvelashvili-iens-stoltenbergthan-yvela-arsebuli-instrumentis-gadzlierebis-sakithkhi-ganvikhileth-romelic-dagvaakhloebs-natosthan.html", "headline": " გიორგი მარგველაშვილი - იენს სტოლტენბერგთან ყველა არსებული ინსტრუმენტის გაძლიერების საკითხი განვიხილ...", "datePublished": "2018-07-12 06:45:34", "dateModified": "2018-07-12 06:45:34", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, დღევანდელი შეხვედრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/margvelashvilistoltenbergi_4bffb.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, დღევანდელი შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს ნატო- საქართველო-უკრაინის შეხვედრის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობაზე ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები იმსჯელებენ, საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ მიაღწია.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ნატოს წევრობისათვის, საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისათვის. გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე ნატოსთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად, ემზადება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობისათვის.
თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს ნატოს მისიებში და კონკრეტულად მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ ნატო აფასებს საქართველოს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც შეაქვს ქვეყანას საერთო უსაფრთხოებაში. შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია