დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვარშავაში ხვალ ქართული და პოლონური ბიზნეს სექტორის მონაწილეობით ბიზნესკონფერენცია გაიმართება
ავტორი:
2018/ივლისი/11 21:30:02
../photo/2015_02/00-1APRIL-2014/evrokavshiri-saqartvelo-biznessabcho.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502991-varshavashi-khval-qarthuli-da-polonuri-biznes-seqtoris-monatsileobith-bizneskonferencia-gaimartheba.html", "headline": "ვარშავაში ხვალ ქართული და პოლონური ბიზნეს სექტორის მონაწილეობით ბიზნესკონფერენცია გაიმართება", "datePublished": "2018-07-11 17:43:31", "dateModified": "2018-07-11 17:43:31", "description": "ვარშავაში, სასტუმრო „რედისონში“ ხვალ ქართული და პოლონური ბიზნეს სექტორის მონაწილეობით ბიზნესკონფერენ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1APRIL-2014/evrokavshiri-saqartvelo-biznessabcho.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვარშავაში, სასტუმრო „რედისონში“ ხვალ ქართული და პოლონური ბიზნეს სექტორის მონაწილეობით ბიზნესკონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას, რომელიც „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით ტარდება, ოფიციალურ პირებთან ერთად 100-ზე მეტი ქართული და პოლონური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები პოლონურ მხარეს ქვეყნაში ბიზნესის განვითარების კუთხით არსებულ მდგომარეობას გააცნობენ. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განხილვის შემდეგ საექსპორტო მიმართულებების შესახებ თემატური პრეზენტაციები გაიმართება.

პანელური სესიების შემდეგ ქართული კვებისა და სასმელების მწარმოებელი, სამშენებლო, ტურისტული, საკონსულტაციო და ლოგისტიკური კომპანიები პოტენციურ პარტნიორებს პირისპირ (B2B) შეხვედრების ფორმატში შეხვდებიან. კომპანია „აიბისისიესი“ (IBCCS Georgia), რომელიც კონფერენციის გენერალური პარტნიორია, პოლონურ კომპანიებს მზა საინვესტიციო პროექტებს წარუდგენს.

კონფერენციაზე დაანონსდება ქართულ-პოლონური ბიზნეს ფორუმი, რომელიც ამჯერად თბილისში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ღონისძიებაზე კომპანია „მეღვინეობა ხარება“ ქართული ღვინის დეგუსტაციას მოაწყობს. კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს თანადგომით ტარდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 563
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია