დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერი - ნატო-ს სამიტისგან მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს - დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ჯეროვნად შეაფასებენ იმ პროგრესს, რაც ჩვენ გვაქვს
ავტორი:
2018/ივლისი/11 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze3_0f64f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502952-premieri-nato-s-samitisgan-mnishvnelovani-molodinebi-gvaqvs-dartsmunebuli-var-chveni-megobari-qveynebi-jerovnad-sheafaseben-im-progress-rac-chven-gvaqvs.html", "headline": "პრემიერი - ნატო-ს სამიტისგან მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს - დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობარი ქვეყ...", "datePublished": "2018-07-11 14:41:26", "dateModified": "2018-07-11 14:41:26", "description": "პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეგობარ ქვეყნებს, ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმ ფორმატისთვის უხდის მად...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze3_0f64f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეგობარ ქვეყნებს, ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმ ფორმატისთვის უხდის მადლობას, რომელზეც საქართველოს საკითხი ცალკე განიხილება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბრიუსელში ისტორიული მნიშვნელობის სამიტია და საქართველოს ამ სამიტისგან მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს.

„მინდა გამოვეხმაურო ისტორიული მნიშვნელობის მქონე სამიტს ბრიუსელში. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობაში, როდესაც საქართველო ამ ფორმატებს ესწრება. ამავე დროს ამ ფორმატს დაესწრება ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა, ლიდერების დონეზე. ეს არის პირველი შემთხვევა და აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასევე პირველად, საქართველოს თემატიკა განიხილება ცალკე ფორმატში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას მადლობა გადავუხადო, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა და ის გახდება ტრადიციული.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები ნატოს სამიტისგან. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ამ გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ჯეროვნად შეაფასებენ იმ პროგრესს, რაც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია