დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან იზორია - ყველანაირი პრაქტიკული ინსტრუმენტები არსებობს იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს
ავტორი:
2018/ივლისი/10 22:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/izoria_11f7c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502780-levan-izoria-yvelanairi-praqtikuli-instrumentebi-arsebobs-imisthvis-rom-saqarthvelo-nato-s-tsevri-qveyana-gakhdes.html", "headline": " ლევან იზორია - ყველანაირი პრაქტიკული ინსტრუმენტები არსებობს იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქ...", "datePublished": "2018-07-10 18:19:11", "dateModified": "2018-07-10 18:19:11", "description": "საქართველომ რეგიონული თუ უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში დაადასტურა, რომ ღირსეული პარტნიორია, - ამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/izoria_11f7c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველომ რეგიონული თუ უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში დაადასტურა, რომ ღირსეული პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს სამიტზე გამართულ შეხვედრებში ხაზგასმული იქნება საქართველოს მიღწევები და მოდერნიზების დინამიკა.

„ხაზს გაუსვამს იმ მიღწევებს და იმ მოდერნიზების უპრეცედენტო დინამიკას, რომელიც განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში გვაქვს. ჩვენ, განსხვავებით ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყნისგან, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მივმართავთ თავდაცვის ბიჯეტში, ხოლო აქედან 20%-ს შეიარაღებაში და ეს სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება. ეს პროგრესი და ეს დინამიკა ძალიან პოზიტიურად იქნება აღიარებული. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული აქცენტი რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და ახალი კონკრეტული ფორმატები განისაზღვრება, სადაც ჩვენი თანამშრომლობა მომავალში პირორიტეტული იქნება. განსაკუთრებით, ავღნიშნავდი ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებას ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. ამას ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია ნატო-ში გაწევრიანებისთვის. მე განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება და ფართოვდება. ამის დასტურია გერმანიის ინიციატივა, რომ იყოს ლიდერი ქვეყანა კონტრმობილურობის მიმართულებით, ამის დასტურია ასევე, გაერთიანებულ ძალთა წვრთნების სარდლობასთან ჩვენი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების კოორდინაცია და ის დინამიკა, რომელიც მომავლისთვის არის განსაზღვრული და დაგეგმილი. კერძოდ, 2019 წლის მარტში ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნების ჩატარება. ასე რომ, ყველაფერი ეს იძლევა ყველანაირ პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს, რაც სულ ახლახან სტოლტენბერგმაც დაადასტურა და მთელი რიგი ქვეყნების მხრიდან იქნება დადასტურებული“, - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, საქართველომ რეგიონული თუ უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში დაადასტურა, რომ ღირსეული პარტნიორია.

„ჩვენთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის პრიორიტეტულია, რომ ვიყოთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის და ამ საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენ წლების განმავლობაში, ჩვენი კონტრიბუციით, რეგიონული თუ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში დავადასტურეთ, რომ აღნიშნული საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორი ვართ. პირველ რიგში, ესაა ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის განხორციელებასა და იმპლემენტაციას, ამიტომ ჩვენთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, რომ ყოველდღიურად ავამაღლოთ ჩვენი მზადყოფნა, როგორც თავდაცვის, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების საქმეში. ეს არ არის პროცესი, რომელიც გარკვეულ კონკრეტულ დროს ან მხოლოდ კონკრეტულ მოლოდინს უკავშირდება, არამედ ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. მათ შორის, ნატო-ში გაწევრიანებაც ახალ ვალდებულებებსა და ახალ პროცესებში ჩართვის პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რისთვისაც დღეს ვემზადებით. რაც შეეხება პერსპექტივას ნატო-ს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ბუნებრივია ესაა ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა. ესაა, როგორც საქართველოს, ისე თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად შეაფასონ ჩვენი კონტრიბუცია, მაქსიმალურად აღიარონ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული განვითარებისა და თავდაცვის მოდერნიზების გზაზე და მაქსიმალურად იყოს საერთო ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გახდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია