დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება
ავტორი:
2018/ივლისი/10 15:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/stoltenbergi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502706-iens-stoltenbergi-saqarthvelos-namdvilad-kargi-progresi-aqvs-saqarthvelo-nato-s-tsevri-gakhdeba.html", "headline": "იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება", "datePublished": "2018-07-10 11:45:31", "dateModified": "2018-07-10 11:45:31", "description": "ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები აღიარებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ ბრიუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/stoltenbergi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები აღიარებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე პასუხისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამიტის ფარგლებში ხაზგასმული იქნება ყველა ის რეფორმა, რომელიც მიმართულია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოსი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატო-ს უწევს საერთაშორისო მისიებში და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს. რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს კარები ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ კვლავ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია