დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოზარ სუბარი - ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში, ჭუბერში ღვარცოფი და მეწყერი, შესაძლოა განმეორდეს
ავტორი:
2018/ივლისი/10 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/subari_61113.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502687-sozar-subari-khangrdzlivi-tsvimebis-shemthkhvevashi-tcubershi-ghvarcofi-da-metsyeri-shesadzloa-ganmeordes.html", "headline": " სოზარ სუბარი - ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში, ჭუბერში ღვარცოფი და მეწყერი, შესაძლოა განმეორდეს", "datePublished": "2018-07-10 10:44:45", "dateModified": "2018-07-10 10:44:45", "description": "ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში, ჭუბერში, ღვარცოფი და მეწყერი შესაძლოა განმეორდეს, თუმცა ამ მასშტაბი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/subari_61113.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში, ჭუბერში, ღვარცოფი და მეწყერი შესაძლოა განმეორდეს, თუმცა ამ მასშტაბის აღარ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, გეოლოგებმა ხეობა რამდენჯერმე სრულად დაათვალიერეს.

„გეოლოგები პრაქტიკულად, გამორიცხავენ ამ ეტაპზე მსგავი მასშტაბის სტიქიას. ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში, ასეთი ტიპის ღვარცოფები და მეწყერები შესაძლოა განმეორდეს, თუმცა ამ მასშტაბის აღარ იქნება. ძირითადი მასა უკვე წამოსულია. რა მოხდება ერთი და 5 წლის შემდეგ, ამას გაცილებით სერიოზული კვლევები დასჭირდება. ზოგადად, მდინარე ნენსკრას აქვს 15-მდე შენაკადი. თითოეული მათგანი წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს, თუ არ იქნება მდინარეების პოტენციალის სწორი მართვა.

რაც შეეხება ხეების ჭრას, ეს არის არა სტიქიის გამომწვევი მიზეზი, არამედ, პროცესის გამაღრმავებელი. ამაში გარემოს დაცვის სამინისტრო მომავალში უფრო აქტიურად ჩაერევა. ამ ეტაპზე ამის საშუალებაც არ არის. ხეობის ის ნაწილი, საიდანაც მასა წამოვიდა, აბსოლუტურად მოწყვეტილია სოფელს და შეუძლებელია იქ გადაადგილება, თუ ვერტმფრენით არ წავლენ. ამის სასწრაფო აუცილებლობა კი, ამ ეტაპზე არ გვიდგას“, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, სოფელ ჭუბერში, 5 ივლისს, მდინარე ნენსკრას ადიდებამ მთის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დაიტბორა, დაზიანდა ხიდები და საცხოვრებელი სახლები.

თემა: სტიქია ჭუბერში სოზარ სუბარი - ჭუბერში ზარალი ძალიან დიდია, 40-მდე ადამიანი რჩება გარესამყაროს მოწყვეტილი, რომლებთანაც სურსათი ცხენით შეგვაქვს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია