დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ფარგლებში დღეს, სკოლის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას განიხილავენ
ავტორი:
2018/ივლისი/10 09:00:01
../photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502608-ganathlebisa-da-mecnierebis-komitetis-farglebshi-dghes-skolis-usafrthkhoebis-samoqmedo-gegmas-ganikhilaven.html", "headline": "განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ფარგლებში დღეს, სკოლის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას განიხილავე...", "datePublished": "2018-07-10 04:54:04", "dateModified": "2018-07-10 04:54:04", "description": "დღეს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სად...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღეს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც სკოლებში სასწავლო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა მოიცავს სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მიმდინარე და 2018 წლის ბოლომდე დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლის მიზანია, მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება ძალადობის პრევენციისა და მართვის საკითხებში; საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფსიქოლოგიური და მანდატურის სამსახურების გაძლიერება; სკოლებში სპორტული და სახელოვნებო აქტივობების გაძლიერება და სხვა.

სამოქმედო გეგმა სამინისტრომ კვლევების, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის და პროექტის ,,მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ ფარგლებში მიღებული ინფორმაციის, კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის საფუძველზე შეიმუშავა.

სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის წევრები, ომბუდსმენის აპარატი, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები იმსჯელებენ და სამინისტროს შესთავაზებენ დამატებით რეკომენდაციებს, რომელიც სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმის საბოლოო დოკუმენტში აისახება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია