დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გერმანიის შს მინისტრის მოადგილე - გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას
ავტორი:
2018/ივლისი/06 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/maieristefangermania.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502132-germaniis-shs-ministris-moadgile-germaniis-mkhridan-saqarthvelosthan-uvizo-rezhimis-shecherebis-riski-dghis-tsesrigshi-ar-dgas.html", "headline": " გერმანიის შს მინისტრის მოადგილე - გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღ...", "datePublished": "2018-07-06 10:15:09", "dateModified": "2018-07-06 10:15:09", "description": "შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/maieristefangermania.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გაიმართა.
მათი ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთი დისკუსია ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმს და ამ კუთხით გერმანიაში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გერმანიაში უვიზო რეჟიმის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილემ, შტეფან მაიერმა, კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მთავრობის მყისიერ რეაგირებაზე, როდესაც 2017 წლის ბოლოს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მკვეთრი მატება დაფიქსირდა.
„2018 წლის იანვრიდან გერმანიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი კლება ფიქსირდება. ამავე წლის მაისის თვის მონაცემები სავიზო რეჟიმის დროს არსებულ მონაცემს უტოლდება, ხოლო სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც 30-50%-ით არის შემცირებული,“ - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
როგორც შტეფან მაიერმა აღნიშნა, საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა არის სანიმუშო. მისი თქმით, გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას და სამომავლო პერსპექტივაშიც პოზიტიური მოლოდინი არსებობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია