დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე უმრავლესობას - ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ
ავტორი:
2018/ივლისი/04 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/gociridze_bbb19.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501752-roman-gociridze-umravlesobas-visac-kvirikashvilthan-sufraze-tciqa-autsevia-yvela-shav-siashi-sheiyvaneth.html", "headline": " რომან გოცირიძე უმრავლესობას - ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ", "datePublished": "2018-07-04 10:33:04", "dateModified": "2018-07-04 10:33:04", "description": "ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/gociridze_bbb19.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ პოსტის დატოვებას გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, მმართველ გუნდს არც კი განუმარტავს, რატომ აგდებს ზურაბ პატარაძეს. დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა პროკურორის არჩევის პროცესს.

„ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე წარადგენდნენ პოლიტიკურად ნეიტრალურ კანდიდატურას. აღმოჩნდა, რომ გრძელდება მავნე პრაქტიკა... ალბათ, ახდება ჩემი პროგნოზი და ამ თანამდებობაზე კვლავ ვიხილავთ რომელიმე ყოფილს. ყოფილი რას ნიშნავს, ყველამ იცის - თანამდებობას ყოველთვის იკავებენ ადამიანები, რომლებიც არიან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ექიმი, ყოფილი მცველი, ყოფილი ბანკირები და ახლა ვიხილეთ ყოფილი ადვოკატი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კომიკური და მეორე მხრივ, საშიში ტენდენცია?! სად არის პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი იმ სიაში, რომელიც წარმოადგინეს? ათი ადამიანი არის სიაში და 9 არის ანტურაჟის შესაქმნელად, ბალასტი - სამწუხაროდ, სერიოზული ადამიანები მოჩვენებით ფონს ქმნიან, განა არ იციან, ვინ იქნება პროკურორი. საქართველოში სავალალო მდგომარეობაშია მაღალი თანამდებობის პირების შერჩევის საკითხი“, - განაცხადა გოცირიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია