დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილის აზრით, მასთან დებატები 22-ვე კონკურენტ კანდიდატს რეიტინგის ასამაღლებლად სურს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/22 23:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის აზრით, მასთან დებატები 22-ვე კონკურენტ კანდიდატს რეიტინგის ასამაღლებლად სურს.
"არ ვთანხმდები დებატებზე იმიტომ, რომ 22 კანდიდატიდან 22-ვესთვის, იმისთვის რომ რეიტინგი მოიპოვონ, ერთადერთი საშუალებაა ჩემთან კამათი. შესაბამისად, მე უნდა გამოვარჩიო რომელიმე და რეიტინგი ავუმაღლო ვიღაცას. რატომ უნდა გამოვარჩიო რომელიმე და იმის რეიტინგზე ვიმუშაო?!", - განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში".
მისივე განმარტებით, კონკურენტ კანდიდატებთან დებატებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი "რამე ფორმატს" შესთავაზებენ. "მაგალითად, როგორც ეს გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია