დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. „ნავერტილეს“ საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ავტორი:
2018/ივლისი/03 09:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/davitashvili_999e2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501510-koba-davithashvili-mikheil-saakashvilis-mimarth-ets-navertiles-saqmeze-gamodziebis-datsyebas-ithkhovs.html", "headline": "კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. „ნავერტილეს“ საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს", "datePublished": "2018-07-03 05:07:01", "dateModified": "2018-07-03 05:07:01", "description": "ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. „ნავე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/davitashvili_999e2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. „ნავერტილეს“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. დავითაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა განცხადებებში დაადასტურა, რომ მისი და ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი იყო მასზე ფარული ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, რათა ის „პოლიტიკურ გვამად“ ექციათ. დავითაშვილის თქმით, უკანონო თვალთვალი კანონდარღვევაა.

„შეგახსენებთ, მოხდა ფარული ჩაწერა პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის და მაშინდელი კანონმდებლობა კრძალავდა პარლამენტის წევრის ჩაწერას საერთოდ. ამიტომ სააკაშვილმა მაშინ მოიგონა ტყუილი, რომ მე სახელმწიფომ კი არა, არამედ იმ სუფრის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა გადამიღო ფარულად, რომელიც ძალიან მოკლე ხანში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სააკაშვილს ეს ყველაფერი დაავიწყდა და მერაბიშვილსაც დაადო ხელი, დამირეკაო და მითხრა, რომ კობა დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად ვაქცევ, ასეთი იდეა მომივიდაო. ეს ჩანაწერი გაკეთებული იყო ბევრად გვიან, თავდასხმის ფაქტიდან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც პირდაპირ ეთერში აღიარა სააკაშვილმა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს. მოვითხოვ, შსს-მ ან პროკურატურამ დაუყონებლივ დაიკითხოს ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო, რაც მდგომარეობდა პარლამენტის წევრის მიმართ უკანონო თვალთვალში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 458
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია