დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ რეკომენდაციაზე - მგონია, რომ ეს ღია კარის მტვრევას გავს
ავტორი:
2018/ივლისი/02 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/talakvadze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501351-archil-thalakvadze-khoravas-quchaze-momkhdaris-saqmeze-evropuli-saqarthvelos-erth-erth-rekomendaciaze-mgonia-rom-es-ghia-karis-mtvrevas-gavs.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ რეკომენდაციაზე - მგო...", "datePublished": "2018-07-02 08:25:50", "dateModified": "2018-07-02 08:25:50", "description": "ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციას, რომ 1-ელ დეკემბერს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/talakvadze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციას, რომ 1-ელ დეკემბერს ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს, ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, არ ეთანხმება დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი საპარლამენტო უმრავლესობა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნული რეკომენდაცია გავს ღია კარის მტვრევას, ვინაიდან საქმეზე გამოძიება შსს-ს დაწყებული აქვს.

„ვინაიდან ამ კომისიის მთავარი ამოცანა და მისია არის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მე ვალდებული ვარ გამოვეხმაურო დასკვნას, რომელიც ოთარ კახიძემ გააკეთა.

თქვენ დაეყრდენით თქვენს მსჯელობაში იმას, რომ თავიდანვე გამოძიებამ იცოდა გ.მ.-ს დაჭრის შესახებ და ამასთან დაკავშირებით არაფერი გააკეთა და დღეს აუცილებელია ცალკე გამოიყოს ეს საქმეო.

ფაქტობრივად გეტყვით ახლა საქმეში რა არის. ფაქტობრივად ჩანს, რომ სასამართლოში, 27 დეკემბერს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის გ.მ-ს დაჭრა არის პირდაპირ დაფიქსირებული და გამოძიების ერთ-ერთი საქმეა. შესაბამისად, ის, რომ გამოძიება არ დაინტერესდა თავიდანვე, არ არის სწორი.

ამასთან, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა სასამართლო გადაწყვეტილების დროს. შესაბამისად, მანამდე იმაზე მეტი, რაც იყო გაკეთებული და როგორც დაინტერესდა გამოძიება, ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა. შემდგომში უკვე ამ ცალკე გამოყოფილი საქმის ფარგლებში ეს საკითხი გახდა გამოძიების დაინტერესების საკითხი. შესაბამისად, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

პრაქტიკაში ბევრია ფაქტები, როდესაც ერთი საქმის ფარგლებში სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ შემთხვევებზე იწყება გამოძიება. შესაბამისად, ეს რეკომენდაცია მგონია, რომ გავს ღია კარის მტვრევას. თუ ჩვენი მიზანია, რომ ამ ფაქტზე გამოძიება ჩატარდეს, შსს- უკვე აწარმოებს გამოძიებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ 1-ელ დეკემბერს ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს, ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა სერგო რატიანი უმრავლესობის წევრებს - თქვენ ხელს აფარებთ და ადვოკატირებას უწევთ შსს-სა და პროკურატურას
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია