დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან დავითაშვილი - მთავარი ამოცანაა, გვქონდეს ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც პოტენციალი აქვს, მათ შორის, ევროპის ბაზარზე
ავტორი:
2018/ივლისი/02 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/davitashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501342-levan-davithashvili-mthavari-amocanaa-gvqondes-isethi-khariskhis-produqcia-romelsac-potenciali-aqvs-math-shoris-evropis-bazarze.html", "headline": "ლევან დავითაშვილი - მთავარი ამოცანაა, გვქონდეს ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც პოტენციალი აქვს, მ...", "datePublished": "2018-07-02 07:44:00", "dateModified": "2018-07-02 07:44:00", "description": "საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღრმა და ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/davitashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თვისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც პოტენციალი აქვს ევროპის ბაზარზე. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ წარდგენამდე განუცხადა.

"როგორც იცით, საქართველოს აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რისი განუყოფელი ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შეუძლია ევროკავშირთან ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობები.თუმცა, ამისთვის ჩვენთვის მთავარი ამოცანაა გვქონდეს ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც პოტენციალი აქვს, მათ შორის, ევროპის ბაზარზე. სწორედ ამიტომ ევროკავშირი, არა მხოლოდ ფინანსურად ეხმარება საქრთველოს და იცით, რომ მხოლოდ აგროსასურსათო სექტორის განვითარებაში 180 მილიონ ევროიან დახმარებას ვიღებთ ემპარდის ფარგლებში, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება, ანუ იმ ცოდნის დახმარება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქართული საექსპორტო პროდუქცია შეესაბამებოდეს სტანდარტებს და იყოს კონკურენტუნარიანი ევროპის ბაზარზე",- განაცხადა დავითაშვილმა.

სასტუმრო "რუმსში" საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) ოფიციალურად წარადგენს პროექტს „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“. ღონისძიების მიზანია, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები გაეცნონ აღნიშნული პროექტის ძირითად მიმართულებებსა და აქტივობებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია