დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - ამ ვიზიტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს მიზნები და გეგმები გავაცნო
ავტორი:
2018/ივლისი/02 10:30:01
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/zalkaliani_6ea98.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501325-davith-zalkaliani-am-vizits-gamoviyeneb-imisthvis-rom-germaniis-khelisuflebas-saqarthvelos-miznebi-da-gegmebi-gavacno.html", "headline": " დავით ზალკალიანი - ამ ვიზიტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს მიზნები დ...", "datePublished": "2018-07-02 06:47:29", "dateModified": "2018-07-02 06:47:29", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/zalkaliani_6ea98.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გერმანელ კოლეგას ჰაიკო მაასის შეხვდება.

დავით ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი გერმანიაში ხორციელდება, რა დროსაც საუბარი შეეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონალურ გამოწვევებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და სამომავლო გეგმებს.

„გერმანია არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი ევროპული ინტეგრაციის პროცესებში და ბუნებრივია ვისაუბრებთ ამ მიმართულებით მომავალ გეგმებზე. გამოვიყენებ ამ ვიზიტს იმისათვის, რომ გერმანიის ხელისუფლებას გავაცნო საქართველოს მიზნები და გეგმები თუ როგორ ვხედავთ ქვეყნის მომავალს, როგორც ქვეყნის შიდა პროცესებში, ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ვიზიტი წაგვადგება მომავალი დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფონზე, მათ შორის ნატო-ს სამიტთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზისითაც ამ ვიზიტს აქვს დიდი მნიშვნელობა“, - განაცახდა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება, როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გერმანიის ანალიტიკურ და ექსპერტულ წრეებში, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ გერმანიის პოლიტიკის ფორმირებაში.

დავით ზალკალიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველო გერმანიის სტრაგეგიულ დიალოგში, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით ეწყობა, ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია