დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უმცირესობა პარლამენტს დაზარალებულის უფლებების და სისხლის სამართლის პროცესში მისი ჩართულობის გაზრდას სთავაზობს
ავტორი:
2018/ივლისი/01 17:30:02
../photo/2015_02/0-00-IIVLIS-2016i/parlamenti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501277-umciresoba-parlaments-dazaralebulis-uflebebis-da-siskhlis-samarthlis-processhi-misi-charthulobis-gazrdas-sthavazobs.html", "headline": "უმცირესობა პარლამენტს დაზარალებულის უფლებების და სისხლის სამართლის პროცესში მისი ჩართულობის გაზრდას ...", "datePublished": "2018-07-01 13:17:30", "dateModified": "2018-07-01 13:17:30", "description": "საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტს დაზარალებულის უფლებების და სისხლის სამართლის პროცესში მისი ჩართულ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-IIVLIS-2016i/parlamenti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტს დაზარალებულის უფლებების და სისხლის სამართლის პროცესში მისი ჩართულობის გაზრდას სთავაზობს.

ამ მიმართულებით მზად არის “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ და გიორგი ტუღუშმა მოამზადეს.

ცვლილების მიხედვით, დაზარალებულს უფლება ექნება სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობასთან ერთად, მოთხოვნის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები მიიღოს, თუ გამოძიების ინტერესებს ეს არ ეწინააღმდეგება.

დაზარალებულს ასევე ენიჭება უფლება, სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნოს და მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს მისი ასლები საქმეზე გამოძიების შემწყვეტის შემდგომ ან საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, საერთო სასამართლოების რომელ ინსტანციაშია საქმე.

ამასთან, პროექტის მიხედვით, დაზარალებულს ენიჭება უფლება, ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულზე, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობასა და ასლის გადაცემაზე ზემდგომი პროკურორის უარი გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გაასაჩივროს.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია