დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ხულორდავა ევროპის სახალხო პარტიის კულტურათა და რელიგიათა შორის ჯგუფს შეხვდა
ავტორი:
2018/ივნისი/29 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/xulordava_fc541.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501134-thamar-khulordava-evropis-sakhalkho-partiis-kulturatha-da-religiatha-shoris-jgufs-shekhvda.html", "headline": "თამარ ხულორდავა ევროპის სახალხო პარტიის კულტურათა და რელიგიათა შორის ჯგუფს შეხვდა", "datePublished": "2018-06-29 15:20:23", "dateModified": "2018-06-29 15:20:23", "description": "ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, ევროპის სახალხო პარტიის კულტურათა და ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/xulordava_fc541.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, ევროპის სახალხო პარტიის კულტურათა და რელიგიათა შორის ჯგუფის წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ევროპარლამენტის წევრები, ევროპის „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიიდან“, რომლებიც კულტურული და რელიგიური დიალოგის მიმართულებით მუშაობენ, საქართველოში ევროპული ინტეგრაციას ეცნობიან და ამ პროცესში რელიგიის, ეკლესიისა და კულტურის როლს განიხილავენ.

თამარ ხულორდავამ და ევროპარლამენტარებმა პოლონეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ისაუბრეს რელიგიის როლზე საზოგადოების განვითარებაში და სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკისა და ღირებულებების დისკრედიტაციას ემსახურება. პარლამენტის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააძლიერონ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მათი ინფორმირების ამაღლებისთვის, რათა უკეთ გამოვლინდეს ევროპასთან დაახლოების პროცესის სარგებელი.

თამარ ხულორდავას თქმით, ევროკავშირი არის სივრცე, რომელიც ყველას აძლევს საკუთარი კულტურის განვითარების საშუალებას. „ვისაუბრეთ რელიგიის როლზე საზოგადოების განვითარებაში, იმ კულტურულ, რელიგიურ ასპექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობისთვის. ევროკავშირი არის სივრცე, რომელიც აფასებს და ყველას აძლევს საშუალებას განავითაროს საკუთარი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა, შეინარჩუნოს კულტურული იდენტობა. ევროკავშირი სწორედ იმ საზოგადოების ოჯახია, რომელიც აფასებს კულტურულ განსხვავებულობას, რელიგიურ თავისებურებებს და ყველას აძლევს საშუალებას თავისი თავი იპოვოს და დაიმკვიდროს ამ თავისუფალ სივრცეში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპის სახალხო პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მნივშნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული ღირებულებებისა და მრავალფეროვნების დაცვაში.

ევროპარლამენტის წევრები, ევროპის „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიიდან“, ასევე საქართველოში რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია