დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კოვზანაძე - სავალუტო ფონდი საქართველოში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას მხარს უჭერს
ავტორი:
2018/ივნისი/29 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kovzanadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501104-irakli-kovzanadze-savaluto-fondi-saqarthveloshi-struqturuli-reformebis-gagrdzelebasa-da-ekonomikis-inkluziur-zrdas-mkhars-utcers.html", "headline": "ირაკლი კოვზანაძე - სავალუტო ფონდი საქართველოში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და ეკონომიკის ინკ...", "datePublished": "2018-06-29 13:12:23", "dateModified": "2018-06-29 13:12:23", "description": "7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არაერთი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის, აღსანიშნავია ტურიზმის გაა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kovzanadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არაერთი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის, აღსანიშნავია ტურიზმის გააქტიურება - ასევე, მაისში წინა წელთან შედარებით, ექსპორტის მასშტაბური - 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წლის პირველი ხუთი თვის მშპ-ის საშუალო ზრდა 6,1 % იყო, რაც აღემატება საპროგნოზო მაჩვენებელს. „როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტს ვგეგმავდით, მაშინაც ვთქვი, რომ ეკონომიკა წელს 5%-ზე უფრო მეტად გაიზრდება. ეს პროგნოზი სავალუტო ფონდის განცხადებითაც დადასტურდა”, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სსფ-სთან შეთანხმებული სამწლიანი ეკონომიკური რეფორმების პროგრამა ხორციელდება. ორი დღის წინ პროგრამის მიმდინარეობა სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა და საქართველოს 42 მილიონზე მეტი დოლარი გამოუყო.

„ამ ტრანშით შეივსება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები, მათი დონე მიუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ქართული ლარის კურსს დამატებით სტაბილურობას მოუტანს. გარდა ამისა, სსფ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას. ვფიქრობ, ეს რეფორმები უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის, განათლების, საფინანსო და სხვა სექტორებში. რაც შეეხება მთავრობის ინიციატივას კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გამოიწვევს საგადასახადო აგენტების ეკონომიკურ გააქტიურებასა და ამით დამატებით შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტში -მისასალმებელია. ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას პარლამენტში უახლოეს პერიოდში ველოდებით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 436
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია