დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძე - ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატს ვიწყებთ
ავტორი:
2018/ივნისი/29 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze2_0ba65.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500998-mamuka-bakhtadze-evrokavshirthan-urthierthobis-akhal-formats-vitsyebth.html", "headline": "მამუკა ბახტაძე - ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატს ვიწყებთ", "datePublished": "2018-06-29 07:47:39", "dateModified": "2018-06-29 07:47:39", "description": "ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები საქართველოს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze2_0ba65.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით.

“4 წელი შესრულდა საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით. 2014 წლის 27 ივნისი ისტორიული დღეა ჩვენთვის, რომელმაც თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ არაერთ ხელშესახებ წარმატებას და შედეგს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა, რაც მნიშვნელოვანი სარგებელია თოთოეული ჩვენი მოქალაქისთვის. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავება, რომლის განხორციელებაც კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს. ასევე ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ფორმატს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან. ეს იქნება უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა მიმდინარე კვირას გაფორმებულ ხელშეკრულებას და ის მნიშვნელოვნად შეაფასა.

“მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც მიმდინარე კვირას გაფორმდა. ეს არის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჰონგ-კონგთან, რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი ეკონომიკური ცენტრი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების სრულად ამოქმედების შემდეგ ჩვენი ექსპორტიორების შეძლებენ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ პოზიციები ამ ძალიან საინტერესო ბაზარზე“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია