დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომუშავე ჟურნალისტები მიიღო
ავტორი:
2018/ივნისი/27 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/margvelashvili_3bf1b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500671-giorgi-margvelashvilma-evrokavshiris-tsevr-qveynebshi-momushave-zhurnalistebi-miigho.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომუშავე ჟურნალისტები მიიღო", "datePublished": "2018-06-27 12:46:17", "dateModified": "2018-06-27 12:46:17", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებში მომუშავე 20-მდე ჟურნალისტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/margvelashvili_3bf1b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებში მომუშავე 20-მდე ჟურნალისტს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ნატო-ს სამიტისათვის მზადების საკითხსა და აშშ-ის კონგრესში წარდგენილ საქართველოს მხარდაჭერის აქტზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს ამ დოკუმენტისათვის, რომლის მიღების საკითხიც აშშ-ი ვიზიტისას დააყენა.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ჟურნალისტები დაინტერესდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით, ასევე საქართველოს როლით საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის პროცესებში.

საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს, გაძლიერებული რუსული პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებს.

„აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები დაინტერესდნენ საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებით - რუსული აგრესიის გამომწვევ მიზეზად შეიძლება თუ არა განიხილებოდეს საქართველო ნატოსკენ სწრაფვა.

საუბრისას შეეხნენ ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობას, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 450
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია