დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით მათიკაშვილი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე“ - არ არის გამორიცხული ამ სიიდან ადამიანების გამოკლება მოხდეს
ავტორი:
2018/ივნისი/27 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/matikashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500598-davith-mathikashvili-othkhozoria-tatunashvilis-siaze-ar-aris-gamorickhuli-am-siidan-adamianebis-gamokleba-mokhdes.html", "headline": "დავით მათიკაშვილი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე“ - არ არის გამორიცხული ამ სიიდან ადამიანების გამოკ...", "datePublished": "2018-06-27 08:47:28", "dateModified": "2018-06-27 08:47:28", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე“ მუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/matikashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე“ მუშაობა გრძელდება და შესაძლოა, სიიდან ადამიანთა გამოკლებაც მოხდეს. მისი თქმით, სია ერთჯერადად სრულყოფილად ვერ შედგებოდა და მთავარია, სიას დეკლარაციული ხასიათის გარდა, ჰქონდეს პრაქტიკული მნიშვნელობა შესაბამისი ეფექტით და შედეგით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამით საქართველო კიდევ ერთხელ ხმამაღლა ამბობს, რომ არ დავუშვებთ და არ შევეგუებით ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ დანაშაულებს, რაც ოკუპაციის მოცემულობიდან გამომდინარე 90–იანი წლიდან დღემდე ხორციელდება.

რაც შეეხება კონკრეტულ სიას, ეს არ არის საბოლოო სია, ხდება შესაბამისი მუშაობის გაგრძელება განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სიის სრულყოფისთვის, ასევე არ არის გამორიცხული ამ სიიდან ადამიანების გამოკლება. ეს არის ის ნაბიჯი, სადაც იმედი გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის, რომ ამას დეკლარაციული ხასიათის გარდა, ჰქონდეს პრაქტიკული მნიშვნელობა შესაბამისი ეფექტით და შედეგით. სია არის მოქნილი ინსტრუმენტი და შეუძლებელია, ერთჯერადად სრულყოფილი სია შეადგინო“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა. 33-კაციანი სია, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, სიაში რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა. ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, სიაში შეყვანილი რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია, რაც სიის მიმართ ხელისუფლების არასერიოზული დამოკიდებულებაზე მეტყველებს. პარტიის ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან: ოთარ ტურნანბა, რაულ კორტავა და ვლადიმერ ნაჩაჩოღლი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია