დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - დღეს ისტორიული დღეა - 4 წლის წინ, 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას
ავტორი:
2018/ივნისი/27 11:30:02
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/zalkaliani_6ea98.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500570-davith-zalkaliani-dghes-istoriuli-dghea-4-tslis-tsin-27-ivniss-briuselshi-kheli-moetsera-asocirebis-shethankhmebas.html", "headline": "დავით ზალკალიანი - დღეს ისტორიული დღეა - 4 წლის წინ, 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შე...", "datePublished": "2018-06-27 07:35:28", "dateModified": "2018-06-27 07:35:28", "description": "დღეს ისტორიული დღე გახლავთ - 4 წლის წინ, 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, -...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/zalkaliani_6ea98.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღეს ისტორიული დღე გახლავთ - 4 წლის წინ, 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამ ხელმოწერამ თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი გახადა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის პროგრამაში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად არის გამოტანილი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს მომავალში",- განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ძალაში შევიდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომლითაც საქართველოს 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა; ევროკავშირთან დაიწყო მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე; ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ქვეყანამ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო; შეუერთდა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას და სხვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია