დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არჩილ თალაკვაძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია საბოლოო არ არის, მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს, ან სიას სხვა გვარებიც დაემატოს
ავტორი:
2018/ივნისი/27 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/talakvadze_4c61f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500536-archil-thalakvadze-othkhozoria-tatunashvilis-sia-saboloo-ar-aris-masshi-sheidzleba-cvlilebebi-shevides-an-sias-skhva-gvarebic-daematos.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია საბოლოო არ არის, მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს, ა...", "datePublished": "2018-06-27 06:05:32", "dateModified": "2018-06-27 06:05:32", "description": "„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია არ არის საბოლოო, მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს, ან სიას სხვა გვარებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/talakvadze_4c61f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია არ არის საბოლოო, მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს, ან სიას სხვა გვარებიც დაემატოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„ჩვენთვის პრინციპულია, რომ მთავრობამ სიაში როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობებში ბრალდებული, მსჯავრდებული და თანამონაწილე პირები შეიყვანა. ეს სია არ ეხება არც აფხაზეთში და არც ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებას, არც ოჯახებს და არც ნათესავებს - სია ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია