დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სერგი კაპანაძე - გაუგებარია განცხადებები, რომ ჩემს მიერ გაჟღერებული ინიციატივები ნაჩქარევია
ავტორი:
2018/ივნისი/26 16:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kapanadze_6093a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500460-sergi-kapanadze-gaugebaria-ganckhadebebi-rom-chems-mier-gazhgherebuli-iniciativebi-nachqarevia.html", "headline": "სერგი კაპანაძე - გაუგებარია განცხადებები, რომ ჩემს მიერ გაჟღერებული ინიციატივები ნაჩქარევია", "datePublished": "2018-06-26 12:45:57", "dateModified": "2018-06-26 12:45:57", "description": "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მის მიერ გუშინ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kapanadze_6093a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მის მიერ გუშინ დაყენებულ ინიციატივებთან დაკავშირებით კომისია 30 ივნისს იმსჯელებს.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია განცხადებები, რომ მის მიერ გაჟღერებული ინიციატივები, ნაჩქარევია.

„საუბარი, რომ ეს ნაჩქარევია, ცოტა სასაცილოა, რადგან გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ეს არის ინიციატივა, რომელსაც ვთავაზობ კომისიას. ამ საკითხის განხილვა იქნება შაბათს და იქამდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ, რა არის ნაჩქარევი, გაუგებარია. ნაჩქარევი კი არა, დაგვიანებულია მოქმედებები სამწუხაროდ, პროკურატურისა და შს სამინისტროს მხრიდან. საბოლოო დასკვნაში საუბარი იქნება ამაზეც და სხვა მნიშვნელოვან რეკომენდაციებზეც“, - განაცხადა კაპანაძემ.

როგორც ცნობილია, სერგი კაპანაძემ გუშინ აღნიშნა, რომ გამოიკვეთა გარემოებები, რომელიც მიუთითებს, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია