დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნუკრი ქანთარია - კულტურის და განათლების სამინისტროების გაერთიანებაზე პირადად მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ
ავტორი:
2018/ივნისი/26 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/qantaria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500441-nukri-qantharia-kulturis-da-ganathlebis-saministroebis-gaerthianebaze-piradad-me-pasukhismgeblobas-ver-avigheb.html", "headline": "ნუკრი ქანთარია - კულტურის და განათლების სამინისტროების გაერთიანებაზე პირადად მე პასუხისმგებლობას ვერ...", "datePublished": "2018-06-26 11:19:30", "dateModified": "2018-06-26 11:19:30", "description": "“ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია კულტურის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/qantaria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია კულტურის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანების გადაწყვეტილებას არ იზიარებს და როგორც აცხადებს, აღნიშნულ ცვლილებებზე პირადად პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

როგორც ქანთარიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ხელოვნების ნაწილი ცალკე სახელმწიფო დეპარტამენტის ან დამოუკიდებელი სააგენტოს სახით მაინც უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომელიც პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარებოდა. ქანთარიას თქმით, მან კონსულტაციების დროს, პრემიერს აღნიშნული მოდელი შესთავაზა.

“შეიძლებოდა კულტურის სამინისტროდან განათლების სამინისტროს ფარგლებში სასწავლო-შემოქმედებითი დაწესებულებების, ასევე ბიბლიოთეკების და მუზეუმების გადასვლა. ხელოვნების დარგების, რომელიც ეროვნული იდენტობის გამომხატველია და ასეთია: ქართული თეატრი, ქართული კინო, ქართული მუსიკა, ქართული ქორეოგრაფია - მათი ამ ოკეანეში ჩაკარგვა, რასაც განათლება ჰქვია, ვფიქრობ, რომ ძალიან გაჭირდება“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში გადაწყდა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანდება. გარდა ამისა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმება. უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, რომლის უწყებები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება: - დევნილთა განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდება.

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია