დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მკითხველთა აზრით, მინისტრთა კაბინეტიდან სიმპათიას კახიშვილი, სერგეენკო და გახარია, ხოლო ანტიპათიას წულუკიანი იმსახურებს
ავტორი:
2018/ივნისი/26 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze_bc122.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500398-mkithkhveltha-azrith-ministrtha-kabinetidan-simpathias-kakhishvili-sergeenko-da-gakharia-kholo-antipathias-tsulukiani-imsakhurebs.html", "headline": "მკითხველთა აზრით, მინისტრთა კაბინეტიდან სიმპათიას კახიშვილი, სერგეენკო და გახარია, ხოლო ანტიპათიას წ...", "datePublished": "2018-06-26 09:14:52", "dateModified": "2018-06-26 09:14:52", "description": "ვებ-გვერდებზე <a href="https://www.ambebi.ge/" target="_blank">ambebi.ge</a> და <a href="https://www...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze_bc122.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვებ-გვერდებზე ambebi.ge და kvirispalitra.ge ჩატარდა გამოკითხვა - რომელი მინისტრები იმსახურებენ მკითხველის სიმპათიას თუ ანტიპათიას. გამოკითხვაში მონაწილეობა 6 000-ზე მეტმა მკითხველმა მიიღო.

კითხვაზე - იმ მინისტრებიდან, რომლებმაც ამ ეტაპზე პოსტი შეინარჩუნეს, ყველაზე მეტად რომელი იმსახურებს თქვენს ანტიპათიას? - პასუხი 6 400-მა მკითხველმა გასცა და მათი უმრავლესობის - 44%-ის ანტიპათიას მინისტრთა ახალ კაბინეტში თეა წულუკიანი იმსახურებს.

კითხვაზე - იმ მინისტრებიდან, რომლებმაც ამ ეტაპზე პოსტი შეინარჩუნეს, ყველაზე მეტად რომელი იმსახურებს თქვენს სიმპათიას? - პასუხი 5 000-მდე მკითხველმა გასცა და მათი უმრავლესობის ხმები 28-28% სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაიმსახურეს. 19% -ის სიმპათიას კი გიორგი გახარია იმსახურებს.

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა ერთი კვირის წინ, 99 ხმით 6 წინააღმდეგ დაამტკიცა. ამჟამად, მინისტრთა კაბინეტში 14 მინისტრია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ახალი სტრუქტურა წარადგინა, რომლითაც 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია