დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილის მიზანი ქართული ინტელიგენციის დამონება იყო
ავტორი:
2018/ივნისი/25 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/burjanadzenino.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500284-nino-burjanadze-ivanishvilis-mizani-qarthuli-inteligenciis-damoneba-iyo.html", "headline": "ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილის მიზანი ქართული ინტელიგენციის დამონება იყო", "datePublished": "2018-06-25 15:00:47", "dateModified": "2018-06-25 15:00:47", "description": "„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საშინელ სიმართლეს უწოდებს იმ ფაქტს, რაც რეჟისორ გიორგ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/burjanadzenino.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საშინელ სიმართლეს უწოდებს იმ ფაქტს, რაც რეჟისორ გიორგი შენგელაიასა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის მოხდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ფონდ „ქართუსა“ და რეჟისორს შორის ურთიერთობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ნინო ბურჯანაძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ფართო ანალიზი არ სჭირდება და დროა, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ილუზიები გაქრეს.

„თავის დროზე, ჩვენ ყველას გვეგონა და გულწრფელად გვჯეროდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ქველმოქმედი ადამიანი, გვჯეროდა, რომ ის ნამდვილად პატივს სცემდა ქართულ ინტელიგენციას, რომელიც ქვეყნის განვითარების გარდამავალ ეტაპზე, რთულ მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ ყველას გვჯეროდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ სამშობლოსადმი გაწეული ღვაწლის გამო პატივს ცემდა, აფასებდა და ფონდიდან გასული ხელფასიც ამის დასტური იყო. მაგრამ მივიღეთ საშინელი რეალობა - ივანიშვილის მიზანი ქართული ინტელიგენციის დამონება იყო. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილის ქველმოქმედების უკან იდგა ანგარება, სურდა, რომ ეყიდა სრულიად ინტელიგენცია, რადგან როდესაც პოლიტიკაში მობრუნდებოდა, ამ ადამიანებისგან აქტიური მხარდაჭერა ჰქონოდა, ხოლო პრობლემების და შეცდომების დროს თანადგომა და ხოტბა თუ არა, მათი დუმილი მაინც მიეღო.

მე მინდა ჩვენს სახელოვან მოღვაწეებს შევახსენო - დახმარების მიღება არ ნიშნავს მონობაზე თანხმობას. ინტელიგენცია ყოველთვის იდგა ჩვენი ერის სადარაჯოზე და იცავდა იმ ეროვნულ ღირებულებებს, რითაც დღემდე ვამაყობთ. არ შეიძლება გიორგი შეგელაიასთან დაკავშირებულ ფაქტს წავუყრუოთ და მკაცრი რეაგირება, პირველ რიგში, ინტელიგენციის იმ ნაწილმა უნდა მოახდინოს, ვინც ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდება. იმედია, ივანიშვილის მიზნებთან დაკავშირებით ილუზიები გაქრება და საქართველოს მოსახლეობა ადეკვატურად შეაფასებს მოვლენებს: მიხვდებიან, რომ ივანიშვილს ქვეყანა საკუთარი ინტერესების და ფულის დასაცავად სჭირდება და ამ მიზნითაა ის პოლიტიკაში მოსული“, - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია