დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს
ავტორი:
2018/ივნისი/25 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze8_03860.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500216-mamuka-bakhtadzis-ganckhadebith-mthavrobashi-struqturul-cvlilebebs-mthavrobis-khvalindel-skhdomaze-tsaradgens.html", "headline": "მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს", "datePublished": "2018-06-25 10:45:30", "dateModified": "2018-06-25 10:45:30", "description": "მთავრობაში დარჩება მხოლოდ 11 სამინისტრო და ეს რაოდენობა არის სრულიად ოპტიმალური ეფექტური საქმიანობის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze8_03860.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობაში დარჩება მხოლოდ 11 სამინისტრო და ეს რაოდენობა არის სრულიად ოპტიმალური ეფექტური საქმიანობისთივის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარაში ყოფნისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ჟურნალისტების კითხვაზე, დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში, პრემიერს კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია.

„ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვსდგებით პარლამენტის წინაშე. მე შემიძლია დავადასტურო, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი, როგორც განვაცხადე. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკვლავდეთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს. ჩვენ განახლებულ შემადგენლობას წარვადგენთ პარლამენტში. ხვალ გვექნება ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია, დეტალურად ავხსნი, რომელი კომპონენტი რომელში გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია