დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე დაიწყება
ავტორი:
2018/ივნისი/23 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/ocnebaofisi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499977-premierisa-da-saparlamento-umravlesobis-shekhvedra-dghes-1900-saathze-daitsyeba.html", "headline": "პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე დაიწყება", "datePublished": "2018-06-23 07:21:16", "dateModified": "2018-06-23 07:21:16", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტიის ოფისში დღე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/ocnebaofisi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტიის ოფისში დღეს, 19:00 საათზე, კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციებს გამართავენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ, პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი სავარაუდოდ 11 სამინისტროზე შეჯერდნენ, თუმცა სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები სავარაუდოდ დღეს დასრულდება.

"შაბათს იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ სახელმწიფო მდივანი არაფერ შუაშია და თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს კონკრეტული ადამიანი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია