დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან კაკულია - სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება
ავტორი:
2018/ივნისი/23 00:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kakulia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499948-roman-kakulia-sakhelmtsifo-mdivanthan-dakavshirebith-gazviadebuli-da-arastsori-informaciebi-vrceldeba-gansakuthrebuli-araferi-igegmeba.html", "headline": "რომან კაკულია - სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, გ...", "datePublished": "2018-06-22 20:09:49", "dateModified": "2018-06-22 20:09:49", "description": "სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kakulia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართულ ოცნებაში“ გამართული შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა რომან კაკულიამ განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრის მოადგილეები შეასრულებენ სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ მოვალეობებს, სამინისტროების ფუნქციაში კი თვისობრივად ახალი ცვლილებები დაგეგმილი არ არის და ამ საკითხზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა. ჟურნალისტების კითხვაზე - რატომ აკეთებდნენ სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანის ფუნქციებთან დაკავშირებით განცხადებებს, კაკულია განმარტა, რომ ეს მხოლოდ ინტერპრეტაციებია.

„სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება. მინისტრის მოადგილეები შეასრულებენ სხვადასხვა მიმართულებებით თავიანთ ფუნქციას, ხოლო სამინისტროების ფუნქციაში განსაკუთრებული, თვისობრივად ახალი ცვლილებები არ იგეგმება. ეს ყველაფერი ინტერპრეტაციებია, ერთის ნათქვამი და მეორის დამატებული“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

„ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე დეპუტატმა განცხადება გააკეთა სახელმწიოფო მდივნის ფუნქციებთან დაკავშირებით. უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი არ გამორიცხავდა, რომ მომხდარიყო რამდენიმე მიმართულებით სახელმწიფო მდივნის წარდგენა და რომ მათ არ ექნებოდათ პოლიტიკური დატვირთვა და არ შეეხებოდა საკადრო პოლიტიკური ცვლილებები. სხდომის დაწყებამდე უმრავლეობის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ამასთან დაკავშირებით პოზიციები საბოლოოდ შეჯერებული არ იყო, ისევე, როგორც შეჯერებული არ იყო, თუ როგორ მოხდებოდა სახელმწიფო მდივნის პოსტზე კანდიდატურის წარდგენა, ეს იქნებოდა არჩევით თუ დანიშვნით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია