დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კახიანი - დიდია ალბათობა, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხის ინიცირება მოხდეს ხუთშაბათი დღის ჩათვლით
ავტორი:
2018/ივნისი/22 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kaxiani_f17f9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499934-giorgi-kakhiani-didia-albathoba-rom-struqturuli-reorganizaciis-sakithkhis-inicireba-mokhdes-khuthshabathi-dghis-chathvlith.html", "headline": " გიორგი კახიანი - დიდია ალბათობა, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხის ინიცირება მოხდეს ხუთშაბათი...", "datePublished": "2018-06-22 16:27:03", "dateModified": "2018-06-22 16:27:03", "description": "დიდია ალბათობა, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხის ინიცირება მოხდეს ხუთშაბათი დღის ჩათვლით, - ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kaxiani_f17f9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დიდია ალბათობა, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხის ინიცირება მოხდეს ხუთშაბათი დღის ჩათვლით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა.

რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გაჟღერდება. კახიანის თქმით, მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მნიშვნელოვანია, რათა ყველაფერი ზუსტად იყოს გათვლილი და მიმდინარე პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტი.

„მონახაზი უკვე არსებობს, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსულტაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველაფერი ზუსტად იყოს გათვლილი. ალბათობა დიდია იმისა, რომ საკითხი იყოს ინიცირებული ხუთშაბათი დღის ჩათვლით. ამის შემდგომი პროცედურა ითვალისწინებს, რომ ორი კვირის ვადაში განხილვა იქნება შესაძლებელი, თუ ხუთშაბათს მაინც იქნება ინიცირება. რაც შეეხება კანდიდატურებს, ამაზე ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია