დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტარტუს უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ცენტრს ესტუმრნენ
ავტორი:
2018/ივნისი/22 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/margvelashvili_bde7b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499925-saqarthvelos-prezidenti-da-pirveli-ledi-tartus-universitetsa-da-samecniero-centrs-estumrnen.html", "headline": " საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტარტუს უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ცენტრს ესტუმრნენ", "datePublished": "2018-06-22 15:17:32", "dateModified": "2018-06-22 15:17:32", "description": "ქალაქ ტარტუში, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/margvelashvili_bde7b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქალაქ ტარტუში, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ფინეთის, ისლანდიის პრეზიდენტები ტარტუს უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ხაზი გაესვა განათლებისა და კულტურის სფეროში მეგობარი ქვეყნების აქტიურ თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მზარდია იმ ქართველი სტუდენტების რიცხვი, რომლებიც ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტებში უმაღლეს განათლებას იღებენ.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სამეცნიერო ცენტრ „აჰას“ ეწვივნენ, სადაც 5 ქვეყნის პირველმა პირებმა სასკოლო ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეკითხვა მონაწილეებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ „ესტონკასთან“ დაკავშირებით დაუსვა.
დღესვე ესტონეთის პრეზიდენტმა ხუთი ქვეყნის პირველ პირსა და პირველ ლედის ესტონეთის ეროვნულ მუზეუმშიც უმასპინძლა.
სახელმწიფო დელეგაციების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს მუზეუმი, რომელიც მდიდარი ეთნოგრაფიული კოლექციითაა ცნობილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია