დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ავტორი:
2018/ივნისი/22 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/zalkaliani2_05a90.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499920-davith-zalkaliani-saqarthveloshi-ashsh-is-elchis-movaleobis-shemsrulebels-shekhvda.html", "headline": "დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა", "datePublished": "2018-06-22 14:28:50", "dateModified": "2018-06-22 14:28:50", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/zalkaliani2_05a90.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარ თემას საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა. მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-ს ბრიუსელის სამიტისთვის მზადება. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარეს 2018 წლის ფისკალური წლის აშშ-ს ბიუჯეტში საქართველოს მხარდამჭერი რედაქციის გათვალისწინებისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობა.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. შეხვედრისას ელიზაბეტ რუდმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია