დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს
ავტორი:
2018/ივნისი/22 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/margvelashvili_ebd03.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499883-giorgi-margvelashvili-estonethis-respublikis-damoukideblobis-100-tslisthavis-aghsanishnav-sazeimo-ghonisdziebebshi-monatsileobs.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიე...", "datePublished": "2018-06-22 11:59:47", "dateModified": "2018-06-22 11:59:47", "description": "ესტონეთის ქალაქ ტარტუში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/margvelashvili_ebd03.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ესტონეთის ქალაქ ტარტუში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის ესტონეთის პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა უმასპინძლეს. ქალაქ ტარტუში ექვსი ქვეყნის პრეზიდენტების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც სახელმწიფოების მეთაურებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანადგომისა და საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის.

მისი განცხადებით, ტარტუში ესტონელ ხალხთან ერთად შეკრებილები არიან იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებსაც საერთო ღირებულებები აკავშირებთ. საქართველოზე საუბრისას კერსტი კალიულაიდიმ ხაზი გაუსვა ქართველი სტუდენტების გამორჩეულ საქმიანობას ტარტუს უნივერსიტეტში, რომელთა შორისაც პრეზიდენტმა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი მამებიც მოიხსენია.

„2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა. ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები ტარტუს ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მიესალმნენ. დღესვე სახელმწიფო დელეგაციების ხელმძღვანელები ტარტუს უნივერსიტეტს, სამეცნიერო ცენტრს „აჰა“ და ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან“, -ნათქვამია ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია