დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - სახელისუფლო გუნდს აქვს კარგი სურვილები, კარგი ადამიანები არიან, მაგრამ აქვთ არასწორი და გაუმართავი გეგმები
ავტორი:
2018/ივნისი/22 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/usufashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499838-davith-usufashvili-sakhelisuflo-gunds-aqvs-kargi-survilebi-kargi-adamianebi-arian-magram-aqvth-arastsori-da-gaumarthavi-gegmebi.html", "headline": "დავით უსუფაშვილი - სახელისუფლო გუნდს აქვს კარგი სურვილები, კარგი ადამიანები არიან, მაგრამ აქვთ არასწ...", "datePublished": "2018-06-22 09:01:14", "dateModified": "2018-06-22 09:01:14", "description": "იქნებ ვინმემ შემახსენოს, ამ 7 თვის განმავლობაში კონკრეტულად რა შედეგი მივიღეთ სოფლის მეურნეობისა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/usufashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იქნებ ვინმემ შემახსენოს, ამ 7 თვის განმავლობაში კონკრეტულად რა შედეგი მივიღეთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებით? - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, გასული წლის ნოემბერშივე უნდა მომხდარიყო სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება.

„სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შეერთებას მე პირადად ვურჩევდი მთავრობას გასული წლის ნოემბერში, როდესაც ასევე გაუგებარი ცვლილებების პროექტი წარმოადგინეს. გარემოს დაცვის სამინისტრო კი არ უნდა შეერთებოდა სოფლის მეურნეობას, სასჯელაღსრულება უნდა შეერთებოდა იუსტიციას, ეს იყო ლოგიკური და სწორი. ამიტომ, ამ შეერთებებით რა არის დასახული, მე არ ვიცი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს გაუმართავი გეგმები.

„იქნებ ვინმემ შემახსენოს, ამ 7 თვის განმავლობაში კონკრეტულად რა შედეგი მივიღეთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებით. 7-8 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა ხდება; ასე რომ, ამ თემებზე საჭიროა საგნობრივი-სახელმწიფოებრივი მსჯელობა. ამას ვერ ახერხებს სახელისუფლო გუნდი. მათ აქვთ ძალიან კარგი სურვილები, ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ აქვთ ძალიან ცუდი პოლიტიკური ორგანიზაცია და ძალიან არასწორი და გაუმართავი გეგმები. ამიტომ არის ეს იქით-აქეთ სიარული, გაუგებარი მესიჯები, გაუგებარი დროებითი მთავრობები და ა.შ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია