დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად ძიძიგური - როგორც კი დასრულდება სამთავრობო რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ნარკოპოლიტიკის თემაზე კონსულტაციები გაგრძელდება
ავტორი:
2018/ივნისი/22 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/dzidziguri_21e0f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499822-zviad-dzidziguri-rogorc-ki-dasruldeba-samthavrobo-reorganizaciasthan-dakavshirebuli-sakithkhebi-narkopolitikis-themaze-konsultaciebi-gagrdzeldeba.html", "headline": "ზვიად ძიძიგური - როგორც კი დასრულდება სამთავრობო რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ნარკოპოლ...", "datePublished": "2018-06-22 08:12:07", "dateModified": "2018-06-22 08:12:07", "description": "როგორც კი დასრულდება სამთავრობო რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, გაგრძელდება კონსულტაციე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/dzidziguri_21e0f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } როგორც კი დასრულდება სამთავრობო რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, გაგრძელდება კონსულტაციები, რომელიც ნარკოპოლიტიკის თემას ეხება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც წმინდა სინოდის განჩინებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, ნარკოპოლიტიკის საკითხთან მიმართებაში პარლამენტში კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საპატრიარქოს ყველა გადაწყვეტილებას. მას აქვს თავისი ავტონომია მიიღოს გადაწყვეტილებები.

მე პირადად არ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩვენ გვქონდა, როდესაც ფაქტობრივად ნადირობა იყო ნარკომანებზე და გამოტენილი იყო ციხეები მოხმარების გამო. დღეს, მოხმარების მუხლით ციხეში არავინ ზის. აქედან გამომდინარე, როდესაც დაინტერესებული ორგანიზაციების ხმაურია იმაზე, რომ რეპრესული ნარკოპოლიტიკა გვაქვს და არიქა, როგორმე შევცვალოთ ლიბერალური ნარკოპოლიტიკითო, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი მოცემულობა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ სინოდის კრების ოქმის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდის კრებამ ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მძიმე შედეგებზე იმსჯელა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია