დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერის პოსტის დატოვებამდე ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატურასაც დაასახელებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/21 23:30:02
პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებამდე ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატურასაც დაასახელებს , - ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას განაცხადა.
"წასვლამდე შემიძლია დავასახელო ქალაქის მერობის კანდიდატურაც, ჩემი არჩევანი და შეიძლება მანამდე საბჭოზეც მოვახერხო შეთანხმება. მე მაქვს ჩემი წარმოდგენა და აქაც ძალიან ღირსეული კანდიდატი მყავს შერჩეული. ამაზე თავში წარმოდგენა უკვე მაქვს, თუმცა არც იმ კანდიდატმა და არც გუნდმა ეს არ იცის", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე შეფასებით, ქალაქის მერი მეურნე, საქმის მკეთებელი და კარგი მენეჯერი უნდა იყოს. "ასეთი მერი უნდა ჰყავდეს ქალაქს და არა ისეთები, პოლიტიკოსობას რომ იჩემებენ და ერთმანეთის ჯაჯგურში არიან", - დასძინა ბიძIნა ივანიშვილმა.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია