დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი ეუთოს ელჩებს შეხვდა
ავტორი:
2018/ივნისი/19 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/chugoshvil.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499384-thamar-chugoshvili-euthos-elchebs-shekhvda.html", "headline": " თამარ ჩუგოშვილი ეუთოს ელჩებს შეხვდა", "datePublished": "2018-06-19 18:22:49", "dateModified": "2018-06-19 18:22:49", "description": "პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროპის უსაფრთხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/chugoshvil.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ელჩებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსთვის ეუთო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ეუთო-ს ელჩების ვიზიტს დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან ამ შემადგენლობით ეუთო-ს დელეგაცია უკვე ათი წელია საქართველოში არ ყოფილა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, ამ შემადგენლობით ეუთო-ს დელეგაცია საქართველოში არ ყოფილა. ამ ვიზიტით ეუთო აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ ვითარდება საქართველოში დემოკრატია, ეკონომიკა, განათლების სისტემა და სხვა სფეროები“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ელჩებთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, სოფიო ქაცარავა, გიორგი წერეთელი და ირაკლი ბერაია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია