დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკო - ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა
ავტორი:
2018/ივნისი/19 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/sergeenkokomiteti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499209-davith-sergeenko-chemi-survili-yovelthvis-iyo-eqimoba-da-ara-politikosoba.html", "headline": "დავით სერგეენკო - ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა", "datePublished": "2018-06-19 06:39:29", "dateModified": "2018-06-19 06:39:29", "description": "ნუ ჩამომართმევთ რაღაც მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/sergeenkokomiteti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნუ ჩამომართმევთ რაღაც მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები განახლებული გუნდის შემადგენლობაზე, რომელიც 3 კვირაში წარედგინება პარლამენტს და ის ამ კონსულტაციებში ჩართულია. სერგეენკოს თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს ასევე სამინისტროების გაერთიანებაზე.

"სამინისტროების გაერთიანებებაზე, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს",- განაცხადა სერგეენკომ.

კუთხვაზე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციათაგან რა ნაწილი უნდა შეითავსოს ჯანდაცვის სამინისტრომ, სერგეენკო პასუხობს:

"ჩემი ხედვა ამ მიმართულებით ვერ კონცენტრირდება რომელიმე ორი სამინისტროს გაერთიანებაზე. კონცეპტუალურად ეს არის უფრო ეფექტური მთავრობა, არა ლიბერტარიანულ-მინიმალისტური მცირე მთავრობა თავის კლასიკური გაგებით, არამედ უფრო ეფექტური. ამას თავისი ლოგიკა აქვს, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და რამდენად მოაკლდება მიღებული გადაწყვეტილების შესრულების პერიოდი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ზრდისთვის. რაც შეეხება კონკრეტული სამინისტროების გაერთიანებას, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებს, ამაზე პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოახსენოს საზოგადოებას",- განაცხადა სერგეენკომ.
თემა: სამთავრობო ცვლილებები პარლამენტი მინისტრობის კანდიდატებს უსმენს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია