დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ხუხაშვილი თეა წულუკიანზე - ამ ვითარებაში ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე თავად იტყვის - დიდი ბოდიში, წავედი
ავტორი:
2018/ივნისი/18 23:00:02
../photo/2015_02/0-00-AGVISTO-2016i/xuxashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499170-gia-khukhashvili-thea-tsulukianze-am-vitharebashi-ghirseuli-sakhelmtsifo-moghvatse-thavad-ityvis-didi-bodishith-tsavedi.html", "headline": " გია ხუხაშვილი თეა წულუკიანზე - ამ ვითარებაში ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე თავად იტყვის - დიდი ბოდიში...", "datePublished": "2018-06-18 18:59:27", "dateModified": "2018-06-18 18:59:27", "description": "ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დროებითი მთავრობის შექმნაზე პასუხისმგებლობა ყოფილ პრემიერ გიორგ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-AGVISTO-2016i/xuxashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დროებითი მთავრობის შექმნაზე პასუხისმგებლობა ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება. მისი თქმით, კვირიკაშვილი უნდა დარჩენილიყო, უნდა გაეგრძელებინა მუშაობა იქამდე ვიდრე არ მოხდებოდა სტრუქტურების რეორგანიზაცია.

„მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი დრამატიზება ხდება საკმაოდ მარტივი სიტუაციის. უკეთესია, შინაარსზე ვფიქრობდეთ, ვიდრე ფორმაზე. ნორმალურად რომ განვითარებულიყო პროცესები, კვირიკაშვილი უნდა დარჩენილიყო, უნდა გაეგრძელებინა მუშაობა იქამდე, ვიდრე არ მოხდებოდა რეორგანიზაცია. გაიქცა ეს კაცი, გაიპარა და სახლში დაჯდა და რა უნდა ექნათ ამათაც? არ უნდა დაუწყო ფეხების ბაკუნი და გაბუტვა, კაცურად გადამდგარიყო და უნდა ეთქვა, რომ ვიდრე ახალი მთავრობა შედგებოდა, გააგრძელებდა თავის საქმიანობას. ამ არაჯანსაღ სიტუაციაზე პასუხისმგებელი არის თვითონ კვირიკაშვილი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება თეა წულუკიანის თანამდებობაზე შესაძლო დარჩენის საკითხს, ხუხაშვილის თქმით, ამ ვითარებაში, რა ვითარებაც წულუკიანთან დაკავშირებით არის შექმნილი, ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე თავადვე გადადგებოდა.

„სასამართლოსადმი ნდობა არის ნული, მთავარი პროკურორი გადადგა და მის გადადგომაზე იუსტიციის მინისტრმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, წულუკიანი თვლის თუ არა თავს კარგ მინისტრად, ასეთია მოცემულობა. ღირსეული ადამიანები მოცემულობის შესაბამისად თვითონ მიდიან. ამ ვითარებაში ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე თავად იტყვის - დიდი ბოდიში, წავედი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია