დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა სარალიძე - ვაზაგაშვილის საქმიდან გამომდინარე ოპოზიცია გაერთიანდა წინა ხელისუფლების დასამხობად, თუ ოპოზიცია საჭიროდ თვლის, რომ გვერდით დამიდგეს, მივესალმები
ავტორი:
2018/ივნისი/18 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/saralidze_32911.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499141-zaza-saralidze-vazagashvilis-saqmidan-gamomdinare-opozicia-gaerthianda-tsina-khelisuflebis-dasamkhobad-thu-opozicia-satcirod-thvlis-rom-gverdith-damidges-mivesalmebi.html", "headline": "ზაზა სარალიძე - ვაზაგაშვილის საქმიდან გამომდინარე ოპოზიცია გაერთიანდა წინა ხელისუფლების დასამხობად, ...", "datePublished": "2018-06-18 13:21:28", "dateModified": "2018-06-18 13:21:28", "description": "ძალიან კარგი თუ ეს ამბავი ოპოზიციამ გამოიყენა, რადგან ვთვლი, რომ ეს უკვე მხოლოდ ჩემი პრობლემა აღარ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/saralidze_32911.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ძალიან კარგი თუ ეს ამბავი ოპოზიციამ გამოიყენა, რადგან ვთვლი, რომ ეს უკვე მხოლოდ ჩემი პრობლემა აღარ არის, ქვეყნის პრობლემაა, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ გენერალური ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. სარალიძემ ვაზაგაშვილის საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ხელისუფლების დასამხობად ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი გაერთიანდა. შესაბამისად, მისი თქმით, თუ ოპოზიცია ახლაც გამოიყენებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს კარგი იქნება.

"თეა წულუკიანის სტატუსი წავიკითხე იმის შესახებ, რომ 380-მდე ბავშვი იჯდა "ნაციონალურო მოძრაობის" დროს ციხეში და ახლა 26 თუ 27 ბავშვი ზის. რა მივიღეთ ამით? ყოველ დღე ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, დაჭრა და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს? არასრულწლოვნები. შესაძლებელია, ვინმეს ჰქონდა ამბიცია, რომ ეს ამბავი სათავისოდ გამოეყენებინა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, ამას ვერ შევაფასებ. პოლიტიკური შეხედულებები ჩემგან ძალიან შორს არის. მაგრამ თუ გამოიყენებენ, ძალიან კარგი იქნება. ვაზაგაშვილის საქმიდან გამომდინარე ოპოზიციური პარტიები და მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ წინა ხელისუფლების დასამხობად. ესე იგი, თუ ოპოზიცია საჭიროდ თვლის, რომ გადადგას ეს ნაბიჯი და ჭეშმარიტებისთვის ბრძოლაში გვერდით დამიდგეს, პირიქით, მივესალმები,"- განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ისეთ შემთხვევებში, რაც ბოლოს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მოხდა.
"ეკა ბესელიას განაცხადს რაც შეეხება, როდესაც დამადანაშაულა იმაში, რომ თითქოს მე ჩემი შვილის სულით მანიპულირების უფლება პოლიტიკურ პარტიებს მივეცი, ძალიან დიდი შეცდომაა. პოლიტიკური პარტიები, პირიქით, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული იმ საქმეში, რაც ბოლო აქციაზე მოხდა, მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა რომ მიმდინარეობდა“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, ეკა ბესელიას შეფასებით, დადასტურდა, რომ თბილისში, გასული კვირების განმავლობაში გამართული აქციები "ნაციონალური მოძრაობის", „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის და „რუსთავი 2“-ის მიერ იყო ორგანიზებული.
თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა კობა ნარჩემაშვილი - ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე კარგად არ არის გამოძიებული
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 834
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია