დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თენგიზ ფხალაძემ შავი ზღვისა და ბალკანეთის ფორუმზე ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისზე ისაუბრა
ავტორი:
2018/ივნისი/16 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/fxaladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498916-thengiz-fkhaladzem-shavi-zghvisa-da-balkanethis-forumze-nato-s-momavali-samitis-samzadisze-isaubra.html", "headline": " თენგიზ ფხალაძემ შავი ზღვისა და ბალკანეთის ფორუმზე ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისზე ისაუბრა", "datePublished": "2018-06-16 13:57:25", "dateModified": "2018-06-16 13:57:25", "description": "საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში შავი ზღვისა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/fxaladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში შავი ზღვისა და ბალკანეთის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფორუმზე, რომელიც ნატო-სა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა და რეგიონისა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე ისაუბრა.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის.

თენგიზ ფხალაძემ იმ შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი, რასაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორობისა და კეთილდღეობისთვის ქმნის. მან ასევე მიმოიხილა ჰიბრიდული საფრთხეები და რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევების ფაქტები.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 441
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია