დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს არის ბატონ მამუკას პოზიცია
ავტორი:
2018/ივნისი/16 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kobaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498899-irakli-kobakhidze-mthavrobis-shemadgenlobashi-cvlilebebi-aucileblad-iqneba-es-aris-baton-mamukas-pozicia.html", "headline": " ირაკლი კობახიძე - მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს არის ბატონ მამუკას პოზი...", "datePublished": "2018-06-16 10:04:40", "dateModified": "2018-06-16 10:04:40", "description": "მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს არის ბატონ მამუკას პოზიცია, თუმცა, რა მასშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kobaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს არის ბატონ მამუკას პოზიცია, თუმცა, რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები. ამას ვიხილავთ, როდესაც თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ფორმირების პროცესები სავარაუდოდ მომდევნო კვირისთვის დასრულდება.

"რაც შეეხება მთავრობას, ეს არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა. მამუკა ბახტაძე შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ, დღეს, ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს, ბუნებრივია, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. უკვე მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მესამე სექტორის მოთხოვნას, რომ თანამდებობა დატოვოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იქნება, თუ არა ის მთავრობის ახალ შემადგენლობაში, კობახიძის თქმით, „უნდა დაველოდოთ მამუკა ბახტაძის პოზიციას“.

"პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ჩვენ მამუკა ბახტაძის პოზიციას და ამის შემდეგ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან კომენტარების გაკეთება კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით", - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პროცედურებზეც ისაუბრა. "შვიდდღიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის დასახელებისთვის, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავრობის შემადგენლობა დასახელდება უფრო ადრე და შესაბამისად, ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩამოვაყალიბებთ მთავრობის შემადგენლობას. ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან. სულ მცირე, დასასახელებელია ახალი კანდიდატი ფინანასთა სამინისტოსთვის. იქნებიან, ასევე სხვა ახალი კანდიდატები. ცვლილებები აუცილებლად იქნება მთავრობის შემადგენლობაში. ეს არის ბატონი მამუკას პოზიცია, თუმცა რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები, ამას ვიხილავთ, როდესაც თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას", - განაცხადა კობახიძემ.
თემა: სამთავრობო ცვლილებები ირაკლი კობახიძე - ჯერჯერობით კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატი გამოკვეთილი არ არის
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია