დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი მის შესაძლო იუსტიციის მინისტრობაზე - დაზუსტებულად გეტყვით, რომ მე პარლამენტში ვრჩები
ავტორი:
2018/ივნისი/16 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/chugoshvili_08f1e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498887-thamar-chugoshvili-mis-shesadzlo-iusticiis-ministrobaze-dazustebulad-getyvith-rom-me-parlamentshi-vrchebi.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი მის შესაძლო იუსტიციის მინისტრობაზე - დაზუსტებულად გეტყვით, რომ მე პარლამენტში ვრჩები", "datePublished": "2018-06-16 08:41:33", "dateModified": "2018-06-16 08:41:33", "description": "დაზუსტებულად გეტყვით, რომ მე პარლამენტში ვრჩები, - ასე უპასუხა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გავრცე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/chugoshvili_08f1e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დაზუსტებულად გეტყვით, რომ მე პარლამენტში ვრჩები, - ასე უპასუხა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის იუსტიციის მინისტრად დაინიშნოს.

ჩუგოშვილი “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მისთვის რთული იქნება ცვლილებების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერება.

“ჩემს თავთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და მე ვრჩები პარლამენტში. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, ცოტა ხნის წინ დასახელდა პრემიერობის კანდიდატი და მას გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ თავისი კაბინეტის წევრები დაასახელოს. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ეს უკვე მოხდება. ჯერჯერობით გამიჭირდება გითხრათ, თუ რომელი მინისტრი შეიცვლება და ვისით შეიცვლება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, მისი პირადი პოზიცია როგორია, უნდა დარჩეს თუ არა თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე, ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ „ეს პრემიერობის კანდიდატის გადასაწყვეტია“.


თემა: სამთავრობო ცვლილებები პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია