დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - პარლამენტარი მოკლებულია შესაძლებლობას ილაპარაკოს მთავრობაში დაგეგმილ რომელიმე ცვლილებაზე ან მინისტრის რომელიმე კანდიდატურაზე
ავტორი:
2018/ივნისი/15 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/mdinaradze_09d9d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498773-mamuka-mdinaradze-parlamentari-moklebulia-shesadzleblobas-ilaparakos-mthavrobashi-dagegmil-romelime-cvlilebaze-an-ministris-romelime-kandidaturaze.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - პარლამენტარი მოკლებულია შესაძლებლობას ილაპარაკოს მთავრობაში დაგეგმილ რომელიმე ცვლ...", "datePublished": "2018-06-15 12:03:22", "dateModified": "2018-06-15 12:03:22", "description": "პარლამენტარი მოკლებულია შესაძლებლობას ილაპარაკოს მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილ რომელიმე ცვლილება...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/mdinaradze_09d9d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტარი მოკლებულია შესაძლებლობას ილაპარაკოს მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილ რომელიმე ცვლილებაზე ან მინისტრობის რომელიმე კანდიდატურაზე, - ასე უპასუხა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მდინარაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში კონკრეტული კანდიდატების შერჩევას და წარდგენას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან ელის.

“მინისტრთა კაბინეტში გასატარებელ ცვლილებებზე ვერც ერთ სიტყვას ვერ გეტყვით, პასუხს ვერც ერთ პერსონასთან დაკავშირებით ვერ გაგცემთ, რადგან კანდიდატების შერჩევა არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. მან უნდა წარმოადგინოს და შემდეგ განვიხილოთ გუნდში. აქედან გამომდინარე, პარლამენტარი მოკლებულია შესაძლებლობას ილაპარაკოს რომელიმე ცვლილებაზე ან მინისტრის რომელიმე კანდიდატურაზე“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. მისი თანამდებობიდან გადადგომით უფლებამოსილება მთელ მინისტრთა კაბინეტს შეუწყდა.

უმრავლესობამ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე წარადგინა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია