დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე მამუკა ბახტაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაზე - ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როცა ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა
ავტორი:
2018/ივნისი/14 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498647-mamuka-mdinaradze-mamuka-bakhtadzis-mier-nacionaluri-modzraobis-dafinansebaze-es-im-sqemis-natsili-iyo-roca-aseth-mdgomareobashi-asobith-kompaniis-direqtori-aghmochnda.html", "headline": " მამუკა მდინარაძე მამუკა ბახტაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაზე - ეს იმ სქემის ნაწილი ი...", "datePublished": "2018-06-14 15:56:30", "dateModified": "2018-06-14 15:56:30", "description": "“ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში თავად მამუკა ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია - ეს იმ სქემის ნაწ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში თავად მამუკა ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია - ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როცა ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა, - ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში, “ნაციონალური მოძრაობა“ 20 ათასი ლარის ოდენობით დააფინანსა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს უხერხულობა შეიქმნა მაშინ, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა, მაგრამ მან ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.
“მე ვერ გეტყვით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ეს საკითხი აქტუალური ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა. ალბათ გახსოვთ “ნაციონალური მოძრაობის“ ის საშინელი სქემა, როდესაც კომპანიების დირექტორების სახელით ისინი რიცხავდნენ ხოლმე თანხებს “ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე და ამაში მათ მონაცემებს იყენებდნენ. როგორც მახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში თავად ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია და ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ მამუკა ბახტაძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა.
“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ბახტაძე დღეს პრემირ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.
თემა: სამთავრობო ცვლილებები არჩილ თალაკვაძე - 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება არ იყო
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია