დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე გიორგი მარგველაშვილს მეორე ტურისთვის მომზადებას ურჩევს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/21 18:00:03
პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე გიორგი მარგველაშვილს ურჩევს მეორე ტურისათვის მოემზადოს. ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს რეგიონების მეორედ შემოვლას განაგრძობს. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი დღეს საჩხერესა და ჭიათურაში იმყოფებოდა. ნინო ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველა ამომრჩეველმა მიიღოს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ვაფასებთ იმ ღვაწლს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ქვეყნის წინაშე, მათ შორის პირველ ოქტომბერს, ადამიანებს ესმით, რომ ხათრით პრეზიდენტის არჩევა არ შეიძლება. ხალხმა კარგად იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია 27-ში ყველა მოვიდეს არჩევნებზე და აირჩიოს ის ადამიანი ვისაც აქვს კომპეტენცია, გამოცდილება, ცოდნა, რომ მართოს ქვეყანა და ვინც არის ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოსტის დაკავების ღირსი. მე ვხედავ იმას, რომ ძირითადად ჩემი და მოსახლეობის ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანები ზუსტად ისე აფასებენ მოვლენებს, როგორც მე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები იაქტიურებენ და დამიჭერენ მხარს. ყველაზე უარეს შემთხვევაში იქნება მეორე ტური, ამიტომ მინდა ვთქვა, რომ არანაირ 60, 65 და მითუმეტეს 75 %-ს გიორგი მარგველაშვილი ვერ მიიღებს. ეს არის ტყუილი, ასევე ტყუილია ის, რომ რაიმე შანსი აქვს ბაქრაძეს მეორე ადგილზე გასვლისა, ეს ვიღაცების სურვილი არის როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, მაგრამ მოსახლეობის სურვილი ნამდვილად არ არის. მე ვურჩევ ბატონ მარგველაშვილს მოემზადოს მეორე ტურისათვის და კარგი იქნება თუ დებატებშიც დაჯდება ჩემთან და მოასმენინებს ხალხს თავად როგორ აპირებს ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტას", - განცხადა ბურჯანაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია