დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძემ სურამში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/21 17:30:03
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებთან ერთად, დაბა სურამში და მიმდებარე სოფლებში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაბა სურამის მიმართულებით 22 კილომეტრამდე სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი შენდება, რაც დაბაში მცხოვრებ 1820 აბონენტს ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
რაც შეეხება სოფელ იტრიას და სოფელ ჩუმათელეთს, სოფლების მიმართულებთ დაგეგმილია 7 კილომეტრამდე სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა. ახალი გაზსადენი სოფლების 350 პოტენციურ აბონენტს ბუნებრივი აირით მოამარაგებს.
ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელმა კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1322
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია