დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა გეგიძე - გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას
ავტორი:
2018/ივნისი/12 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/gegidze_a7db1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498136-bidzina-gegidze-gundi-miighebs-gadatsyvetilebas.html", "headline": "ბიძინა გეგიძე - გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას", "datePublished": "2018-06-12 08:28:53", "dateModified": "2018-06-12 08:28:53", "description": "შექმნილი მოცემულობის გაანალიზების შემდეგ გადაწყვეტილებას ხელისუფლება მიიღებს და დაველოდოთ ყველა ამას...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/gegidze_a7db1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შექმნილი მოცემულობის გაანალიზების შემდეგ გადაწყვეტილებას ხელისუფლება მიიღებს და დაველოდოთ ყველა ამას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განუცხადა.

კითხვაზე, გუნდის შიგნით მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები პრემიერ–მინისტრის გადადგომაზე , იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანამდებობის დატოვების ან სხვა სამთავრობო გადაადგილებების შესახებ, გეგიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს იგი თვალს ადევნებს და საკუთარი მოსაზრებები გააჩნია, რომლის გამოთქმა არც საჯაროდ და არც კულუარულად არ უჭირს, თუმცა წინასწარ, ამ შემთხვევაში ვარაუდების და ჭორების დონეზე, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი არ უყვარს. გეგიძის თქმით, წულუკიანმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„ეს არის პროცესი, რომელზეც გადაწყვეტილების მიღების დეფიციტი ხელისუფლებას არ უნდა გააჩნდეს, მათ შორის, პარლამენტის წევრებს და მეც უუნარო არ უნდა ვიყო გადაწყვეტილების მიღების დროს. არგუმენტების მოსმენის შემდეგ შეცვლილი მოცემულობის გაანალიზების შედეგად გადაწყვეტილებას ხელისუფლება მიიღებს და ყველა ამას დაველოდოთ. ეს ერთობლივად უნდა მოხდეს. გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გეგიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია