დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა
ავტორი:
2018/ივნისი/11 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/sagareo_2f998.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498035-thavshesafrisa-da-migraciis-sakithkhebshi-belgiis-sakhelmtsifo-mdivani-saqarthvelos-etsveva.html", "headline": "თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა", "datePublished": "2018-06-11 16:19:37", "dateModified": "2018-06-11 16:19:37", "description": "თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი, თეო ფრანკენი 11-14 ივნისს სამუშაო ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/sagareo_2f998.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი, თეო ფრანკენი 11-14 ივნისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ელჩებთან, პოლიციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება, მათ შორის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და თავშესაფრის მოთხოვნის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის საკითხში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბელგიის სამეფოს დელეგაცია მოინახულებს ძველ თბილისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მცხეთას.

აღსანიშნავია, სახელმწიფო მდივანი საქართვლოს მეორე ვიზიტით სტუმრობს. პირველად იგი 2015 წელს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების მიზნით იმყოფებოდა საქართველოში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია