დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
ავტორი:
2018/ივნისი/11 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/darmanovichi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498007-saqarthvelos-oficialuri-vizitith-montenegros-sagareo-saqmetha-ministri-etsveva.html", "headline": "საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა", "datePublished": "2018-06-11 14:02:59", "dateModified": "2018-06-11 14:02:59", "description": "12-14 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი სრდიან დარმანოვიჩი ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/darmanovichi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 12-14 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი სრდიან დარმანოვიჩი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მონტენეგროს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. შეხვედრის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს სრდიან დარმანოვიჩი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

13 ივნისს მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს საგარეო უწყების ხელძღვანელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. სრდიან დარმანოვიჩი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია